23 დეკემბერი 2024,   14:12
ვრცლად
ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამხრეთ ღაზის სექტორში, ალ-მავასის ე.წ. "უსაფრთხო ზონაში", 7 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, სამხრეთ ღაზის სექტორში, ალ-მავასის ე.წ. "უსაფრთხო ზონაში", 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია.

გუშინ, ანკლავის მასშტაბით იერიშების შედეგად, სულ მცირე, 50 პალესტინელი დაიღუპა.

გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა დაგმო ისრაელის "ესკალაცია" ღაზაში ბოლო 24 საათის განმავლობაში და აღნიშნა, რომ სკოლებსა და საავადმყოფოებზე თავდასხმები "ჩვეულებრივი" გახდა.

ისრაელის სამხედროების განცხადებით, მათი სამიზნე "ჰამასის" მებრძოლები იყვნენ, რომლებიც ამ ტერიტორიებიდან მოქმედებდნენ, მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიიღეს შესაბამისი ზომები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის რისკის შესამცირებლად. "ჰამასი" კი უარყოფს, რომ ის მშვიდობიან მოსახლეობაში მოქმედებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გააგრძელებს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი "ჰუსიტების" წინააღმდეგ მოქმედებას. მისი თქმით, იემენელი მეამბოხეები "მსოფლიო წესრიგს ემუქრებიან".

დღის ამბები