23 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ - ნაწილობრივ" - კესარია ამბარიძის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანის პროცესი გაიმართა.

წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დასაშვებად ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები. პროცესს ესწრებოდა ბრალდებული. სასამართლოში იმყოფებოდნენ კესარია აბრამიძის ოჯახის წევრებიც.

დღესვე, მომზადდა აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაც, თუმცა მოსამართლემ ბექა ჯაიანი წინასწარ პატიმრობაში მაინც დატოვა.

მოსამართლის კითხვის საპასუხოდ, ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა განაცხადა, რომ ის წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.

მისი თქმით, თავს დამნაშავედ ცნობს ადამიანის მკვლელობაში, ხოლო მასზე სისტემატურად, გენდერი ნიშნით ძალადობაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"თავს დამნაშავედ ვცნობ, ოღონდ ნაწილობრივ, გენდერს არ ვეთანხმები. ეს არის ჩემი პოზიცია. სისტემატურ ცემაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ. თავს დამნაშავედ ვცნობ იმაში, რომ ადამიანი მოვკალი", - განაცხადა ბექა ჯაიანმა.

დღის ამბები