24 დეკემბერი 2024,   03:19
ვრცლად
პროტესტის 26-ე დღე - პარლამენტთან შეკრებილები კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

პროტესტის 26-ე დღე, უცვლელი მოთხოვნებით უცვლელ ადგილას: ახალი არჩევნების დანიშვნა და დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება. რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილია.

შეკრება ზუსტად 20:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.

აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს არ გამოუყენებიათ პიროტექნიკა.

თავისუფლების მოედანი, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩები თავისუფალია. მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები