"ქვეყანა 12 წელია სწორად მიდის და მსგავსი გადახვევა არ ყოფილა, პრეტენზია ბიზნესის არცერთ წარმომადგენელს არ ჰქონია. 12 წლის განმავლობაში ყოფილიყოს რამე აცდენა ან ევროპული გზისკენ არ მივდიოდეთ, მსგავსი რამ არ ყოფილა," - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ნოშრევან ნამორაძემ პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ნოშრევან ნამორაძის შეფასებით, პრემიერთან კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა.
"ლაპარაკია იმაზე, რომ ყველაფერი არის პოლიტიზირებული. სცენარი არის დაწერილი ჩვენს ფარგლებს გარეთ. ჩვენი ქვეყანა არ ადარდებთ იმ ადამიანებს, კონკრეტულად ოპოზიციას და იყენებენ მაქსიმალურად ყველა ძალას რომ ჩვენ ყველას გვაბულინგებენ, ვითომ გვინდა რაღაც სხვა კურსი. აქ არავის არაფერი არ უნდა, აქ უნდა მშვიდობა ყველა, რაც განაცხადა პრემიერმაც, რაც განაცხადა თითოეულმა ბიზნესმენმაც.
აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა. პრემიერმა ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, რა იყო, როგორ იყო 12 წლის განმავლობაში, როგორ გვებრძოდნენ, რამდენჯერ უნდოდათ რევოლუციის მოწყობა. ჩვენი ქვეყანა არ მოასვენეს," - აღნიშნა ნოშრევან ნამორაძემ.