"აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ვნებს ბიზნესს," - ამის შესახებ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერმა, თეა ზაქარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
თეა ზაქარაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრა საინტერესო იყო და ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
"აუცილებელია გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ვნებს ბიზნეს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს. გულწრფელად გეუბნებით, ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. დაიგეგმა კიდევ მორიგი შეხვედრები და აუცილებლად საპოვნია ეს გზა და მე დარწმუნებული ვარ, ამას იპოვიან," - აცხადებს თეა ზაქარაძე.
პრემიერთან ბიზნესმენების შეხვედრა 4 საათს გაგრეძელდა. მას ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ესწრებოდა.