პროფესიული სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მორიგი შესაძლებლობა რუსთავში. ქალაქის მერია, ადგილობრივებს, მომავალი წლიდან, კიდევ ერთ ახალ სოციალურ პაკეტს სთავაზობს.
ინკლუზიური განათლების პროფილით დასაქმებულ რუსთაველებს ან სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებს, სასწავლო პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში, ყოველთვიურად, 200 ლარიან სტიპენდიას დაუფინანსებს.
ახალი პროგრამა, განათლების და დასაქმების ხელშეწყობის გარდა, ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავს, როგორიც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული სერვისების შექმნაა.