26 დეკემბერი 2024,   03:35
ვრცლად
"უცხოურმა ძალამ გადაწყვიტა უკვე, რომ შექმნას პროექტი, რომლის მიხედვითაც ძალადობრივად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, იციან, კოლექტიურ ნაცმოძრაობას საზოგადოება მხარს არ უჭერს" - გურამ მაჭარაშვილი

"უცხოურმა ძალამ გადაწყვიტა უკვე, რომ შექმნას პროექტი, რომლის მიხედვითაც, ძალადობრივად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, იმიტომ რომ იციან, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას საზოგადოება მხარს არ უჭერს" - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, სწორედ ამ ტრეინინგებზე ისწავლებოდა პროტესტის ის ფორმები, რომლებსაც დღეს აქციის ორგანიზატორები იყენებენ. 

"უცხოურმა ძალამ გადაწყვიტა უკვე, რომ შექმნას პროექტი, რომლის მიხედვითაც, ძალადობრივად შეცვლის ქვეყანაში ხელისუფლებას, იმიტომ, რომ იციან, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას საზოგადოება მხარს არ უჭერს. თუ გახსოვთ, ჩვენ ვამბობდით, რომ იყო სემინარები, ეს სემინარები ფინანსდებოდა შავი ფულით, ამაზე უსაფრთხოების სამსახურმაც არაერთხელ გააკეთა განცხადება. ეს არის ჩვეულებრივი პროექტი. ის კანვასის სემინარები, ფრანკლინის კლუბი და ჩამოსული უცხოელი ე.წ. ლექტორები ზუსტად ამას ასწავლიდნენ. აღიარებდნენ კიდეც, ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთმა დირექტორმა აღიარა, ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა მიაწვნენ, აქციის მონაწილეები თუ ხელისუფლება არ დათანხმდება რაღაც საკითხებს, როგორ უნდა დაამხონ და ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები. აღიარებითი ჩვენებებია პირდაპირ," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები