სამტრედიის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ქალაქში მოწყობილია ახალი საახალწლო განათებები და ილუმინაციები.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დრამერების შოუ. ანიმაციური პერსონაჟების მონაწილეობით, პატარებისთვის გაიმართა გასართობი პროგრამა და ფლეშმობი.
საღამო საახალწლო კონცერტით დასრულდა.