რუსთავის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება - ქალაქის მერმა რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მესამე ეტაპის პროექტი ადგილობრივებს გააცნო.
გეგმის მიხედვით, 6 საცხოვრებელ კორპუსში გაკეთდება გამაგრებითი სამუშაოები და ფასადების რესტავრაცია.
არქიტექტურული სტილის შენარჩუნებით უკვე რესტავრირებულია 17 საცხოვრებელი შენობა, დასრულებულია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მშენებლობაც.