ვანში გამართული წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება კონცერტით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოსული სტუმრებისთვის იმღერეს ცნობილმა მუსიკალურმა ჯგუფებმა: "ურსამ", "მიქსტურამ", დუეტმა ,"ლეონმა" და "თეატრალურის კვარტეტმა".
მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი პროგრამის ფონზე წარმოდგენილი იყო არაერთი გასართობი სივრცე ბავშვებისთვის. საახალწლო საჩუქრები დაარიგა თოვლის ბაბუამ.