13 აგვისტო 2026,   18:09
ვრცლად
მარტვილი და კახეთი ახალი წლის დღეებს მასპინძლობს

"ახალი წლის დღეების" ფარგლებში, დატვირთულ საახალწლო აქტივობებს დღეს მარტვილი მასპინძლობს. ქალაქის ცენტრში მოეწყო სხვადასხვა დეკორაციები, განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამო კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება, აინთება ქალაქის ნაძვის ხეც.

გალა კონცერტზე ანსამბლი ალილო, რანინა, რეზო და ბავშვები იმღერებენ. "ახალი წლის დღეები" საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.

გარდა ამისა, ახალი წლის დღეები ლაგოდეხშიც მიმდინარეობს.

ქალაქის მთავარ ქუჩაზე დილიდან ხალხმრავლობა, სადაც საშობაო სოფელია მოწყობილი. განთავსებულია ხის სახლები და მეწარმეებს საკუთარი პროდუქცია აქვთ გამოფენილი. ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება

სხვადასხვა მუსიკალური და შემეცნებითი აქტივობები. საღამოს კი საზეიმოდ განათდება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, რომელსაც გალა კონცერტი დაასრულებს.

დღის ამბები