28 დეკემბერი 2024,   05:13
ვრცლად
2 დღე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე - პარლამენტში, სადაც მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს, სამზადისი უკვე დაწყებულია

2 დღე ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციამდე - პარლამენტში, სადაც მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დადებს, სამზადისი უკვე დაწყებულია. ცერემონია 29 დეკემბერს დღის 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას დაესწრებიან საარჩევნო კოლეგიის წევრები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას ორგანიზებას რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე უწევს.

"იყო ამოცანა, რომ პარლამენტის დარბაზს არ დაეკარგა თავისი ტრადიციული ვიზუალი, შენარჩუნებულიყო იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანი აქ არის სწორედ ის, რომ პარლამენტის დარბაზში ხდება ინაუგურაცია. ამიტომ, მცირე დეტალებით და ეროვნული სიმბოლიკით - რა თქმა უნდა, საქართველოს დროშა იქნება ის მთავარი სიმბოლიკა, რითაც იქნება გაფორმებული დარბაზი.

უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რომ ამ პატარა ტერიტორიაზე მიაღწიო გარკვეული პომპეზურობის განცდას, თუმცა არა იმხელას, რამხელაც საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანაში შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტის ინაუგურაციას. ვართ სერიოზული ამოცანების წინაშე, მაგრამ ვფიქრობთ, რომ თავს გავართმევთ", - განაცხადა ბაკურ ბაკურაძემ.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები