28 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
"ცინიზმია, რაც ვიხილეთ ბიზნესმენებისგან, რომლებიც რუსეთში დიდ ფულს შოულობენ და ხელისუფლებას დებენ ბრალს პრორუსულობაში" - ვატო შაქარაშვილი

პეტიციაზე ხელმომწერი კომპანიების შესახებ საუბრობს "ნეიტრალური საქართველოც". ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ორმაგი სტანდარტი და ცინიზმია იმ ბიზნესმენების მხრიდან პეტიციაზე ხელის მოწერა, რომლებიც ბიზნესს რუსეთში აწარმოებენ და ამით მილიონებს გამოიმუშავებენ. მისივე თქმით, მათი ნაწილი საქართველოში რევოლუციურ პროცესებს აფინანსებს.

"წარმოუდგენელია, ცინიზმია, რაც ვიხილეთ იგივე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ბიზნეს საქმიანობით დიდ ფულს შოულობენ და ხელისუფლებას დებენ ბრალს პრორუსულობაში. ჩვენ ვხედავთ, კონკრეტული ციფრებით, თუ როგორ ფინანსდებიან კონკრეტული პროდასავლელი პოლიტიკოსები რუსული რუბლებით.

ბიზნესები, რომელიც ამ ქვეყანაში რევოლუციას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველწლიურად მილიონებს შოულობენ", - განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.

დღის ამბები