29 დეკემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ნავის ჩაძირვის შედეგად 69 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა მაროკოს სანაპიროსთან მოხდა

მაროკოს მახლობლად, დასავლეთ აფრიკიდან ესპანეთისკენ მიმავალი გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც 69 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია მალის ხელისუფლებამ დაადასტურა.

ნავში სულ 80 ადამიანი იჯდა, მაგრამ მათგან მხოლოდ 11 გადარჩა.
ესპანეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ჰუმანიტარული ორგანიზაციის Caminando Fronteras-ის მონაცემებით, 2024 წელს, 10 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რომელიც აფრიკიდან ესპანეთში გადასვლას ნავით ცდილობდა.

მიგრაციის გზა, მაროკოს სანაპიროებიდან ესპანეთამდე, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ გზად ითვლება.

წყარო: BBC. 

დღის ამბები