თბილისში დღეს საპროტესტი მსვლელობები ისევ იმართება - ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მსვლელობას პარლამენტისკენ მართავენ. ისინი პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბენენ.
მოთხოვნები უცვლელია - ეს არის ახალი არჩევნები და დაკავებულების გათავისუფლება.
მანამდე კი ახალი თეატრის შენობიდან მსვლელობა მოაწყო მოქალაქეების კიდევ ერთმა ჯგუფმა. ისინი რამდენიმე ბანკთან და ეროვნული ბანკის ცენტრალურ შენობასთან ფეხით მივიდნენ.