არჩილ მეფარიძეს 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. საქალაქო სასამართლომ მომღერალი დამნაშავედ ცნო ლელა ჯუღელის მიმართ ძალადობასა და მუქარაში. მოსამართლემ მას მუქარისთვის 5 000-ლარიანი, ძალადობისთვის კი 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა, დიდმა სასჯელმა შთანთქა მცირე სასჯელი და, საბოლოოდ, მას 10 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
მანამდე, პროცესზე დასკვნითი სიტყვით წარდგა ბრალდებულის ადვოკატი. დაცვის მხარემ თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ქალისთვის დაზიანებების მიყენების განზრახვა არ ჰქონია. სიტყვის უფლებით ისარგებლა არჩილ მეფარიძემაც.
ადვოკატი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.