01 იანვარი 2025,   05:29
ვრცლად
"ცახალის" რეიდი ღაზის სექტორში მდებარე ჰოსპიტალში - დაწესებულების თანამშრომლებთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება

"ცახალმა" ღაზის სექტორში, კამალ ადვანის ჰოსპიტალში, რეიდი ჩაატარა. თანამშრომლებთან კონტაქტის დამყარება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედროებმა ჰოსპიტალში 240 ადამიანი დააკავეს, მათ შორისაა სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ათობით მედიკოსი.

"ცახალის" განმარტებით, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" შტაბი, დაკავებულები კი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან.

გავრცელდა რეიდის ამსახველი ვიდეომასალაც. ცნობილია, რომ საავადმყოფოს ტერიტორიაზე დევნილთა ბანაკიც იყო მოწყობილი. ისრაელის ძალებმა იერიშამდე ტერიტორიიდან ევაკუაციის ბრძანება გასცეს. ინფორმაციას "როიტერი“ ავრცელებს.

გრძელდება ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზას მთელს ტერიტორიაზე. დარტყმებს 25 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილები.

დღის ამბები