გერმანიაში, ნაძვის ხეების გამყიდველებმა მცენარეები, რომლებიც საახალწლოდ ვერ გაყიდეს, ბერლინის ზოოპარკს გადასცეს. როგორც Associated Press-ი წერს, დაწესებულების ადმინისტრაციამ ხეები მხოლოდ წინასწარ შერჩეული მოვაჭრეებისგან მიიღო, რათა დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ მცენარეები არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებსა და დეკორაციების ნარჩენებს.
ერთ-ერთი კურატორი ჟურნალისტს უყვება, რომ ნაძვის ხეები ზოოპარკის ბინადრებისთვის მხოლოდ საკვები არაა - ცხოველები მცენარეებით ერთობიან და დროს მხიარულად ატარებენ.