საპატრიარქოში, პატრიარქის დაბადების დღის აღსანიშნად, ღონისძიება გაიმართა. ილია მეორემ მილოცვა წმინდა სინოდის, სასულიერო პირების, პროფესორების, ექიმების, ხელოვანებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან მიიღო.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, შემდეგ კი ანსამბლ "ალილოს" წევრებმა სიმღერები შეასრულეს.