07 იანვარი 2025,   07:08
ვრცლად
სამხრეთ კორეაში პროტესტი გრძელდება

სამხრეთ კორეაში პროტესტი გრძელდება. პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები საპირისპირო ქუჩებზე სეულში ისევ შეიკრიბნენ. მანამდე სახელმწიფო ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლები პრეზიდენტის დასაკავებლად მის რეზიდენციაში შევიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ ხელი სახელმწიფო მეთაურის უსაფრთხოების სამსახურმა შეუშალა.

დაპირისპირების მიზეზი სამხრეთ კორეის პრეზიდენტის იმპიჩმენტია, რომელსაც პარლამენტმა მხარი 14 დეკემბერს დაუჭირა. იმპიჩმენტი პრეზიდენტის მიერ 3 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

დღის ამბები