გამოცემა The Telegraph-ი დიდ ბრიტანეთში სექსუალური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. სტატიის სათაურია – "როგორ დაიფარა პედოფილი ბანდების სკანდალი".
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ბანდები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ, მსხვერპლ მოზარდებს კი სახელმწიფოს მხრიდან მართლმსაჯულებასა და დაცვაზე უარი ეთქვათ, "რათა შეენარჩუნებინათ წარმატებული მულტიკულტურული საზოგადოების იმიჯი".
The Telegraph-ი წერს, რომ სექსუალური ძალადობის მიმოხილვა ქალაქ ოლდჰემში 2022 წელს გამოქვეყნდა და მხოლოდ 2011-2014 წლების პერიოდს მოიცავდა. მოსახლეობას სურდა, მთავრობას გამოძიება ჩაეტარებინა. ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის საკითხებში საპარლამენტო სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯეს ფილიპსმა კი ქალაქის საბჭოს მიწერა, რომ გამოძიების ჩატარება ადგილობრივ დონეზე აჯობებდა.
"ეს არის სკანდალი, რომელიც სრულად უნდა აღმოიფხვრას და ბრიტანეთის სახელმწიფომ სრული ძალით გამოიძიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობას არ სურს მაღალჩინოსნების შეცდომებში ჩაძიება. ეს ახალი არ არის. ქვეყნის მასშტაბით, ქალაქებში, ქუჩებსა და სახელმწიფო ინსტიტუტებში, რომლებიც შექმნილია საზოგადოების ყველაზე დაუცველი წევრების დასაცავად, ხელისუფლებამ შეგნებულად დახუჭა თვალი ძირითადად თეთრკანიან ბავშვებზე საშინელ სექსუალურ ძალადობაზე, რომელსაც პაკისტანური წარმოშობის ბანდები ახორციელებდნენ", - წერია სტატიაში, სადაც რამდენიმე საქმის დეტალებია აღწერილი.