07 იანვარი 2025,   07:02
ვრცლად
ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება - ანკლავზე მიტანილ იერიშებს 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ომის 457 დღე ახლო აღმოსავლეთში - ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. გასული 24 საათის განმავლობაში, ანკლავზე მიტანილ იერიშებს 59 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 270-ზე მეტი პირი.

5 დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, ხან იუნისში, ჰუმანიტარული დახმარების კოლონაზე თავდასხმის შედეგად. სამოქალაქო თავდაცვის ორგანომ ისრაელი მიზანმიმართულ თავდასხმაში დაადანაშაულა. ისრაელის თავდაცვის ძალებში კი ამბობენ, რომ მათ ღაზის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაციები დაასრულეს, საუბარია იმ ადგილებზე, რომელსაც ჰამასის მეთაურები სამალავ და ოპერაციულ ცენტრად იყენებდნენ.

დღის ამბები