07 იანვარი 2025,   07:48
ვრცლად
ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და საფრანგეთში ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და საფრანგეთში ჩავა.

გავრცელებული ინფორმაციით ბლინკენი სამხრეთ კორეის უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება და ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავს. ასევე, ვიზიტის დროს ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი სამხრეთ კორეისა და იაპონიის ურთიერთობები იქნება.

ბლინკენისთვის ეს სამხრეთ კორეაში პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა მოქმედი პრეზიდენტი იმპიჩმენტით გადააყენა.

სეულში მრავალათასიანი პროტესტი კვლავ მიმდინარეობს, სამხრეთ კორეის დედაქალაქში გადამდგარი პრეზიდენტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები.

დღის ამბები