07 იანვარი 2025,   11:01
ვრცლად
მესტიის გზაზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრაში ყაჩაღობა მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, დაზარალებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ცოლ-ქმარი არიან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მათი ავტომობილი ამ დრომდე საავტომობილო გზაზე რჩება, სადაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე (ყაჩაღობისა) და 236-ე (იარაღის უკანონო ტარების) მუხლებით დაიწყო.

დღის ამბები