10 იანვარი 2025,   17:27
ვრცლად
ღაზაში ისრაელის იერიშს 22 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზაში ისრაელის იერიშს 22 ადამიანი ემსხვერპლა. "ცახალი" ანკლავის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს აგრძელებს. იერიშის სამიზნე ჰუმანიტარულ ზონაში მდებარე დევნილთა დასახლებები გახდა.

გაეროს დევნილთა სააგენტოს განცხადებით კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მისიების მუშაობას ისრაელის ქმედებები ართულებს. აქციები იმართება თელ-ავივში, მოქალაქეები ისრაელის მთავრობისგან ტერორისტული ორგანიზაციის "ჰამასის" მიერ დატყვევებულების გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრაციაში "ცახალის" წევრების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.

ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი და საკუთარი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ საუბრობს. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ ეგვიპტესა და ყატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში არსებითი პროგრესია და იმ შემთხვევაში თუ "ჰამასი" მძევლებს გაათავისუფლებს, ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი გახდება. 

დღის ამბები