ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
ინტერნეტ გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა ბათუმის პოლიციის უფროსს აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.