13 თებერვალი 2025,   10:14
ვრცლად
"მოვუწოდებ ყველა მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოს შეთანხმების სრულად რეალიზება" - გაეროს გენმდივანი ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულ შეთანხმებაზე

"მივესალმები ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფის შეთანხმების მიღწევისა და ღაზაში მძევლების გათავისუფლების გამოცხადებას. ჩემს მადლიერებას გამოვხატავ შუამავლების - ეგვიპტეს, ყატარისა და შეერთებული შტატების მიმართ," - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიო გუტიერიშმა განაცხადა, რითაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

"მოვუწოდებ ყველა მონაწილე მხარეს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმების სრულად რეალიზება უზრუნველყოს. ახლა ჩვენს პრიორიტეტად უნდა იქცეს იმ უდიდესი ტანჯვის შემსუბუქება, რომელიც ამ კონფლიქტმა გამოიწვია", - აღნიშნა გუტიერეშმა.

თითქმის 500-დღიანი ომის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში შეთანხმება მიღწეულია - "ჰამასი" მზად არის, ისრაელს 33 მძევალი გადასცეს, სანაცვლოდ კი, ისრაელი პირობას დებს, რომ გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებს.

6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, 600 მანქანა ჰუმანიტარული ტვირთით და ისრაელის სამხედრო ძალების ანკლავიდან ეტაპობრივად გაყვანა - სამეტაპიანი შეთანხმებიდან, აღნიშნული პუნქტების გარდა, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მძევლებია. თითოეული მშვიდობიანი მძევლის სანაცვლოდ, "ჰამასი" მიიღებს 30 მსჯავრდადებულს, ხოლო თითოეული სამხედრო მოსამსახურისთვის - 50 პატიმარს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დრომდე არ კონკრეტდება გასათავისუფლებელი მძევლები ცოცხლები არიან, თუ ლაპარაკია ცხედრების გადაცემაზე.

დღის ამბები