08 თებერვალი 2025,   20:33
ვრცლად
სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, მიხეილ გახოკიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ბოლო ეტაპზეა წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. ასევე, ქუჩაზე ეწყობა სანიაღვრე ქსელი და გაზმომარაგების მილები, მიმდინარეობს კაბელ არხების მოწყობის სამუშაოები.

გარდა ამისა, ქუჩის იმ მონაკვეთში სადაც დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, დაწყებულია საგზაო სამუშაოები, კერძოდ ეწყობა საფუძველი და გარკვეულ მონაკვეთებში დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები.

პროექტის შემდეგ ეტაპზე, საჰაერო სადენები მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება, მოეწყობა ახალი გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ახალი საფარი, ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის, მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ზებრა გადასასვლელები.

მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები 2025 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

საგზაო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 20 მლნ ლარს.

დღის ამბები