09 თებერვალი 2025,   13:12
ვრცლად
ომის 1060-ე დღეს, რუსეთი კიევს თავს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა - უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებს ისევ სამხედრო დახმარებას სთხოვს

4 გარდაცვლილი და სამი დაშავებული- ასეთია დილით, ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგი. რუსეთის სამიზნე ამჯერად სუმის, ხარკოვის, პოლტავას და კიროვოჰრადის ოლქები გახდა. აფეთქებები იყო ზაპოროჟიეს ოლქშიც, სადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მხარე მტრის იერიშების მოგერიებას განაგრძობს. გასულ ღამეს მოწინააღმდეგის 24 დრონი და 2 ბალისტიკური რაკეტა კიევის ოლქში ჩამოაგდეს. დრონებით თავდასხმის შედეგად ტულისა და კალუგის ოლქებში მდებარე ნავთობსაცავებს ხანძარი გაუჩნდა

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ისევ სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს.

ორმხრივი ურთიერთობები და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები იყო მთავარი განსახილველი თემა შეხვედრაზე, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისა და სლოვაკეთის ოპოზიციის ლიდერს, მიხალ შიმეჩკას შორის შედგა. ზელენსკი ამბობს, რომ სლოვაკი ხალხისგან უკრაინელების ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კუთხით მხარდამჭერი გზავნილების მოსმენა მნიშვნელოვანია. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მიწვეული იყო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, მაგრამ მის ნაცვლად უკრაინის დედაქალაქში სლოვაკეთის სხვა ლიდერი ჩავიდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1060 დღე გავიდა. ოკუპანტი ქვეყანა უკრაინის ტერიტორიაზე იერიშებს განაგრძობს.

დღის ამბები