მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ ბრძოლაში საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და დღეს კარიერაში პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-12 იყო.