09 თებერვალი 2025,   13:11
ვრცლად
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა - "ჰამასმა" გასათავისუფლებელი მძევლების სია გამოაქვეყნა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, ზავი ადგილობრივი დროით 11:15 საათზე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.

პროცესი კი თითქმის სამი საათით გადაიდო, რადგან როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აღნიშნეს, ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყებოდა, ვიდრე ისრაელი "ჰამასის" მიერ გასათავისუფლებელი მძევლების სიას არ მიიღებდა.

"ჰამასმა" კი ტელეგრამზე იმ სამი მძევალი ქალის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან. მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში სიის მიწოდების დაგვიანება ტექნიკური მიზეზებით ახსნეს.

ისრაელის მხარის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, პირველი ფაზის ფარგლებში გათავისუფლდებიან 7 ოქტომბერს აყვანილი ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ხანდაზმული მძევლები.

ამასთან, ამ შეთანხმების გამო, თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა და გადადგომის წერილში შეთანხმების პირობებს ტერორიზმის სრული გამარჯვება უწოდა. თქვა, რომ მთავრობის დასამხობად მუშაობას არ აპირებს. თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებები დაწერეს ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერებმაც.

დღის ამბები