
ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგი ეტაპი შესრულებულია. თელ-ავივმა, პირობის თანახმად, 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მანამდე, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე საათში, "ჰამასმა" სახლებში დაბრუნების უფლება მისცა 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებულ სამი ისრაელელ მძევალს.
24, 28 და 31 წლის უკვე ყოფილი მძევლების ჯანმართელბის მდგომარეობა სტაბილურია.
შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ ამოქმედდა.