
ღაზაში ისრაელსა და ტერორისტულ ორგანიზაცია ""ჰამასს"" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გრძელდება. პალესტინელი იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ განადგურებულ საცხოვრებელს უბრუნდებიან. ღაზაში მდებარე ქალაქები და დასახლებები მიწასთანაა გასწორებული. მთლიანადაა განადგურებული ქალაქი ღაზა, რაფაჰი და ჯალალიაც. ადგილზე დაბრუნებულმა დევნილებმა ნანგრევებში, გუშინ 66 მოკლულის ცხედარი აღმოაჩინეს.
7 ოქტომბერს ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, რომელიც ""ჰამასმა"" მოაწყო და რასაც 1139 ისრაელელი ემსხვერპლა, 200 კი მძევლად აიყვანეს, ისრაელმა ღაზაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რასაც ღაზაში 47 035 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასი ათასობით დაიჭრა, მილიონობით კი დევნილად იქცა.