
უკვე მეორე დღეა ღაზის სექტორში, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. ზავი ჯერჯერობით არ დარღვეულა.
პალესტინელი დევნილები სახლებში ბრუნდებიან. ღაზაში მდებარე ქალაქები და დასახლებები მიწასთან არის გასწორებული. მთლიანადაა განადგურებული ქალაქი ღაზა, რაფაჰი და ჯალალიაც.
გუშინ ნანგრევებში 66 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. 2023 წლის შვიდ ოქტომბერს "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს, ღაზაში 47 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ასი ათასობით დაიჭრა, მილიონობით დევნილად იქცა.