
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი, რომლითაც ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებდნენ.
მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს შეუფარდა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან- რაც 4-დან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" თანადამფუძნებელი და დირექტორი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის
გაკვრის გამო. ის მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სისხლის სამართლის საქმე ბათუმის პოლიციის უფროსისთვის - ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო აღიძრა.