
ერისიონის სარეპეტიციო დარბაზში ქართული ფოლკლორის შედევრები ჟღერს - ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება.
ორსაათიანი პროგრამა, ძველ და ახალ ქორეოგრაფიულ დადგმებს მოიცავს. "ქართულ საგანძურს" თბილისის საკონცერტო დარბაზის მაყურებელი თებერვალში იხილავს.
პოლიფონიური, საგმირო ხასიათის სიმღერები, იმერული პოპური - ცეკვასთან ერთად, განახლებულია მუსიკალური პროგრამაც.
მუსიკალურ პროგრამასთან ერთად, განახლდა ანსამბლის შემადგენლობაც. "ქართულ საგანძურს" ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეები ერთად წარადგენენ.
140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი ერისიონი მაყურებლის წინაშე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20 და 21 თებერვალს წარდგება.