14 თებერვალი 2025,   05:48
ვრცლად
B ჰეპატიტის უფასო მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა - რა კვლევებია საჭირო და რომელმა კლინიკებმა დაიწყეს პაციენტების ტესტირება

უფასო დიაგნოსტიკა, მკურნალობა და ვაქცინაცია - საქართველოში B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის მიზანი ვირუსით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. პირველი ეტაპი უფასო ტესტირებას მოიცავს, საჭიროების შემთხვევაში კი იწყება მკურნალობის პროცესი, პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ სამკურნალო მედიკამენტებიც.

B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა 2024 წელს ამოქმედდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის პროგრამის ფარგლებში დიაგნოსტიკური კვლევა დაახლოებით 1 100-მა ადამიანმა ჩაიტარა, 500 პაციენტი კი მკურნალობის კურსს გადის.

სახელმწიფო პროგრამისა და საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძემ მოსახლეობას პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 15-მდე სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, თუმცა ეს რიცხვი ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები