22 ივნისი 2026,   10:05
ვრცლად
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო - ზაპოროჟიაზე იერიშის გამო, ათობით ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

საჰაერო განგაში იყო უკრაინის რამდენიმე ოლქში, გავრცელდა ინფორმაცია კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც. დრონის ნამსხვრევებმა საცხოვრებლები დააზიანა. ზაპოროჟიაზე იერიშის გამო, ათობით ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 120-მდე საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსულმა ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კიდევ ერთი სოფლის ოკუპირება შეძლეს. რუსეთში კი, ღამით, დრონების თავდასხმის გამო, მოსკოვის 3-მა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას - შვეიცარია უკრაინას, აღდგენის პროექტების დასაფინანსებლად, 55 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

დღის ამბები