
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს - მაიკლ ოფლაერტს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ბოლო თვეების განმავლობაში გამართული საპროტესტო აქციების მიმდინარეობა.
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, როგორც აქციის ძალადობრივი მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, ასევე იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპასუხოდ იქნა გატარებული პოლიციის მიერ.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და მათი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მაიკლ ოფლაერტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროპის საბჭოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით მზაობა გამოხატეს.
საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი ბადაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა. პროკურატურის ინფორმაციით ️შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლები, საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროს დაკავებულების მიმართ სამართალწარმოების პროცესით დაინტერესდნენ, რაზეც გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ გიორგი ბადაშვილმა ინფორმაცია მიაწოდა.