14 აგვისტო 2026,   09:35
ვრცლად
გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

გადაწყვეტილება მოსამართლემ მიიღო, გიორგი გელაშვილმა განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით, მან მხარეებს შესაძლებლობა მისცა, საპროცესო შეთანხმებაზე მოილაპარაკონ. გელაშვილის განცხადებით, დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ არის მიჩნეული, რაც შესაძლოა, მოლაპარაკებების საფუძველი იყოს.

ოკმელაშვილი 15 მაისს გამართულ აქციაზე დააკავეს.

დღის ამბები