9-დღიანი ვორქშოფი ბუტოს იაპონელი არტისტისგან - საქართველოში, ცნობილი ხელოვანი იმყოფებოდა, რომელმაც ავანგარდული თეატრით დაინტერესებულებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.
ბუტო ავანგარდული თეატრალური მიმდინარეობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოიქმნა. დღეს ის დამკვიდრებულია, როგორც თანამედროვე ქორეოგრაფიის ერთ-ერთი პოპულარული სახეობა.