სიღნაღში, ბოდბის დედათა მონასტერში, ნინოობის დღესასწაული აღნიშნეს. დილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მორწმუნეები ჩავიდნენ.
წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა ეპარქიის მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა.
ლოცვის დასრულების შემდეგ კი, მეუფე იაკობმა მრევლს დღესასწაული მიულოცა და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები განიხილა.
წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1-ელ ივნისს - წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს