16 აგვისტო 2026,   10:33
ვრცლად
თბილისის საკონცერტო დარბაზი გრანდიოზული ფესტივალის დახურვისთვის ემზადება - გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მიიღებენ

თბილისის საკონცერტო დარბაზი გრანდიოზული ფესტივალის დახურვისთვის ემზადება - გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტში მონაწილეობას სხვადასხვა თაობის მუსიკოსები მიიღებენ.

"თბილისის სიხარულისა და სევდის გამზიარებელი" - დღემდე ასე მოიხსენიებენ არაერთი მიუზიკლის ფუძემდებელს, ქალაქური საესტრადო სიმღერების ავტორს. კომპოზიტორის საიუბილეო ფესტივალი სწორედ გოგი ცაბაძის საყვარელ ქალაქში დაიხურება. რამდენიმე დღეში, თბილისის საკონცერტო დარბაზში ცაბაძის შემოქმედება გაცოცხლდება.

"გოგი ცაბაძე თეატრსა და კინოში" - საიუბილეო ფესტივალის ძირითადი ნაწილი სწორედ კომპოზიტორის დაწერილ მიუზიკლებს დაეთმობა. თეატრალიზებულ სანახაობასთან ერთად, მაყურებელი მის სხვადასხვა ცნობილ ქალაქურ სიმღერებსაც მოისმენს. დავით მაზანაშვილის ბენდი საქართველოს ქალთა კამერული ორკესტრთან ერთად ბოლო რეპეტიციებს გადის.

საიუბილეო ფესტივალი სხვადასხვა თაობის შემსრულებლებით იქნება დატვირთული. კონცერტის მიმდინარეობისას გაჟღერდება არა ერთი, აქამდე უცნობი ამბავი გოგი ცაბაძის ცხოვრებიდან.

საიუბილეო ფესტივალი თბილისში 7 და 8 თებერვალს გაიმართება. მსმენელის თხოვნით, ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტებს ბათუმმა, ქუთაისმა და თელავმა უკვე უმასპინძლა.

დღის ამბები