
This is a modal window.
თბილისში, "ლილოს" ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის საწყობს უკიდია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთვის 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების 8 ჯგუფია მობილიზებული. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.