დიდთოვლობის გამო, ფოთის მუნიციპალიტეტში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება გზები, ტროტუარები და იყრება ტექნიკური მარილი.
მოსალოდნელი უამინდობის გამო, მომდევნო ორი დღე, ფოთის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერდება.
საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას მუნიციპალური სამსახურები.