10 აგვისტო 2026,   08:40
ვრცლად
ქობულეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა - მოსახლეობას ელექტროენერგია და გაზი შეფერხებით მიეწოდება

დილიდან განახლდა გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთშიც, სადაც ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები იწმინდება. 34 მიმართულებით, 15 ადმინისტრაციულ ერთეულში გზა უკვე გაწმენდილია.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას - მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა რიგ სოფლებში პრობლემები ამ კუთხით მაინც რჩება. იგივე მდგომარეობაა გაზმომარაგების კუთხითაც. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირი 400 აბონენტს არ მიეწოდება.

თოვლის საფარისგან იწმინდება მრავალწლოვანი ნარგავები, სუფთავდება ქვეითთა სავალი ნაწილები. სამუშაოებში ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური.

დღის ამბები