გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს, ერთი მათგანი არასრულწლოვანი - 17 წლის პირია. დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.