
ახალციხეში, "სმარტის" შენობაში აფეთქება მოხდა. დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი.
როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაღაზიაში მყოფი პიროვნება მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.