26 თებერვალი 2025,   11:37
ვრცლად
"დღეს, 12-წლიანი მმართველობის შემდგომ, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე საუბარი ისეთივე ყალბია, როგორც თავად "ქართული ოცნება" - თეონა აქუბარდია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომხდარ დანაშაულებს გამოიძიებს, მომავალ კვირაში პარლამენტი სესიაზე განიხილავს.

      "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კაპანაძის შეფასებით, ეს პროცესი არის არალეგიტიმური და მმართველი პარტიის მხრიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება.

      "არალეგიტიმური საგამოძიებო კომისია არის თეატრი და ფარსი, მას სამართალთან არანაირი კავშირის არ აქვს, მას სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, რომ საზოგადოების ყურადღება, რომლებიც ითხოვენ სამართლიან არჩევნებს, გადაიტანონ ამ ვითომ საგამოძიებო კომისიაზე. სინამდვილეში, ეს პოლიტიკური ფარსია, ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა და ეს არის ის, რომელიც დაიწყეს, მაგრამ რომელსაც ბოლომდე ვერ მიიყვანენ", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

      პარტია "საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია საგამოძიებო კომისიის შექმნასა და "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულების გამოძიებას ფარსს უწოდებს.

      აქუბარდიას თქმით, "ქართული ოცნება" ამ პროცესით ცდილობს, 2008 წლის აგვისტოს ომში ბრალი კვლავ საქართველოს დადოს და არა აგრესორ ქვეყანას.

      "დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე საუბარი, 12-წლიანი მმართველობის შემდგომ, ისეთივე ყალბია, როგორც თავად "ქართული ოცნება". ყველაზე მძიმე, ამ გამოძიების ამბავში არის ის, რომ ისინი აპირებენ 2008 წლის აგვისტოს ომში კვლავ საკუთარ სამშობლოს დადონ ბრალი და არა აგრესორ რუსეთს", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

      დღის ამბები