საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამტრედიის მეოთხე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
პარალელურად, მიმდინარეობს N10 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციაც.
რაც შეეხება დასრულებულ პროექტებს; მუნიციპალიტეტში რამდენიმე საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, მათ შორის ქალაქის N 1 და N 12 საჯარო სკოლები, სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლა და ილორის N 2 საგანმანათლებლო დაწესებულება.